მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჯანლუიჯი დონარუმა პარი სენ-ჟერმენს ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება.
მოქმედი ხელშეკრულება იტალიელ გოლკიპერს კლუბთან 2026-ს ზაფხულში ეწურება.
ჟურნალისტ ალფრედო პედულას ინფორმაციით, ამჟამინდელი კონტრაქტით დონარუმა პსჟ-ში წლიურად 11 მილიონ ევროს იღებს, თუმცა პარიზელებს ამდენის გადახდა არ სურთ და 8 მილიონს სთავაზობენ.
დონარუმას მოვლენათა ასეთი განვითარება არ აწყობს და წლიური ხელფასის სახით 12 მილიონ ევროს ითხოვს.
სიტუაციას ინტერი აკვირდება, რომელიც მზად არის მილანის აღზრდილი გოლკიპერის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყოს, თუ ის პსჟ-ს ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები