1 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
რეიმსთან მატჩში პსჟ-ს მაისურით საქართველოს ფეხბურთის მთავარი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა.
ქართველმა მოედანზე 82 წუთი გაატარა და გამოცემა SofaScore-სგან 6.9 შეფასება მიიღო.
კვარა ბურთს 69-ჯერ შეეხო, 43-დან 39 პასი ზუსტად შეასრულა (91%), ორი საკვანძო პასი მიითვალა, ერთხელ ზუსტად დაარტყა, ერთი დარტყმა დაუბლოკეს და დრიბლინგის 6 მცდელობიდან 2 წარმატებით გამოუვიდა.
მთავარი მოქმედება კი კვარაცხელიამ 47-ე წუთზე შეასრულა, როცა მის რეიდს დემბელეზე პასი და პსჟ-ს ამ მატჩის ერთადერთი გოლი მოჰყვა.
პირველ ტაიმში კვარაცხელია მეტად მარცხენა ვინგერის პოზიციაზე ასპარეზობდა, მეორე ნახევრის სტარტზე ენრიკემ ის გამთამაშებლის პოზიციაზე დააყენა, ბოლო წუთები კი ქართველმა შეტევის ცენტრში, ცრუ ცხრიანის პოზიციაზე გაატარა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები