• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
კილიან მბაპეს წყევლა ჩემპიონთა ლიგაზე
ფეხბურთიფეხბურთი

კილიან მბაპეს წყევლა ჩემპიონთა ლიგაზე

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ოთხშაბათს გულშემატკივრებმა ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი ვიხილეთ ალიანს არენაზე. მიუნხენის ბაიერნმა მადრიდის რეალი დაძაბულ ბრძოლაში 4-3 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. ეს კი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, კილიან მბაპეს ზედიზედ მე-10 წარუმატებელი ასპარეზობა იყო ამ ტურნირზე. დღევანდელ ბლოგში კი ჩემპიონთა ლიგაზე კუ ნინძას განვლილ გზას გავიხსენებთ.

დასაწყისი - მონაკო 2016/17


კილიანის ისტორია ჩემპიონთა ლიგაზე 2016/17 წლების სეზონში იწყება. 17 წლის ტალანტი ლიმიტირებულ დროს იღებდა ჯგუფურ ეტაპზე ლეონარდო ჟარდიმისგან. პლეიოფში, უკვე სრულწლოვანი მბაპე კი მონეგასკების მთავარ დამრტყმელ ძალად მოგვევლინა. 


მსოფლიომ კილიანი ეტიჰადზე გამართულ დაუვიწყარ დაპირისპირებაში იხილა. მბაპემ ორივე თამაშში გაუტანა პეპის მან სიტის და მონაკოს მეოთხედფინალში გაუძღვა.


კუ ნინძამ არც დორტმუნდი დაინდო, სიგნალ იდუნა პარკზე მბაპემ ორჯერ გაიტანა. ფრანგმა გერმანელები პარიზში გამართულ დაპირისპირებაშიც დაამწუხრა და 13 წლის შემდეგ მონაკო ნახევარფინალში გაიყვანა.


ტურინის იუვენტუსი მონეგასკებისთვის დაუძლეველი ბარიერი აღმოჩნდა. ჯიჯი ბუფონის მშრალი სერია ფლე-ოფში კი კილიან მბაპემ დაასრულა.



პარიზული ისტორია: 2017-2024


გასაკვირი არ იყო, რომ ფეიერული სეზონის შემდეგ ახალგაზრდა ვარსკვლავს უამრავი მსურველი გამოუჩნდა, მაგრამ კილიანის შორს გადაბარგება პარიზელთა ინტერესში ნამდვილად არ შედიოდა. 180 მილიონის სანაცვლოდ მბაპემ პარი სენ-ჟერმენის მაისური მოირგო და ნეიმარისა და კავანის წყვილი მრისხანე ტრიოდ აქცია.


კილიანმა პარიზში 7 სეზონი გაატარა. ამ პერიოდში მას არაერთი რეკორდი თუ შესანიშნავი პერფორმანსი მოუგროვდა ჩემპიონთა ლიგაზე. ევროპის უდიდეს სცენაზე, პსჟ-ს მაისურით ჩატარებულ 64 მატჩში, კუ ნინძამ 42 გოლი და 26 საგოლე გადაცემა მოაგროვა. 


ჰეთ-თრიქი კამპ ნოუზე და განადგურებული ბარსელონა, დუბლი ნოიერის კარში ალიანს არენაზე, მადრიდის რეალთან გოლები სახლში და გასვლაზე და კიდევ ერთი შოუ კამპ ნოუზე. ამ საოცარ პერფორმანსებთან ერთად იყო გავარდნები თითქმის ყველა ეტაპზე. უმეტესად მბაპე და პსჟ მერვედფინალიდან ეთიშებოდნენ ჩემპიონთა ლიგას. 17/18-მადრიდის რეალი, 18/19 - იუნაიდეტის ქამბექი პარკ დე ფრანსზე, 21/22 - ისევ სამეფო კლუბი, 22/23 - მიუნხენის ბაიერნი. 



კილიანი ორჯერ იყო ფინალთან ერთ ნაბიჯში. 2021 წელს, პარიზელებმა პირველი ნახევარფინალური მატჩი შინ, მანჩესტერ სიტისთან დათმეს. მბაპეს გარეშე დარჩენილი პსჟ მეორე თამაშშიც დამარცხდა. 2024-ში კი პარიზელებს დორტმუნდმა მოუგო ორივე მატჩი. კუ ნინძა სანატრელ თასთან ყველაზე ახლოს "კოვიდის სეზონში" იყო. 2020 წლის ლიგის ფინალში, ნეიმარი, მბაპე, დი მარიას ტრიო ჰანსი ჰლიკის ბაიერნთან ვერაფერს გახდა. 



მბაპე ჩემპიონთა ლიგის მეფეებში 


2024 წლის ზაფხულში მრავალწლიანი საგა დასრულდა. კილიან მბაპე მადრიდის რეალის ფეხბურთელი გახდა. ევროპის 15-გზის ჩემპიონებს ეჭვი არ შეჰპარვიათ, რომ დიდ-ყურებიანი თასების მოგებას ამჯერად კილიანთან ერთად გააგრძელებდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, მბაპეს წყევლას ბოლო არ უჩანს. 


კუ ნინძას ლიგიდან გავარდნების ვრცელ პარიზულ სიას მეოთხედფინალიდან გამოვარდნები აკლდა. მადრიდში გადმობარგებულმა მბაპემ ესეც “გამოასწორა” და უკვე ორჯერ გამოეთიშა ტურნირს ამ ეტაპიდან. 


პირადად გაგდებული მანჩესტერ სიტის შემდეგ მბაპე და რეალი არტეტას არსენალთან ვერ გახდნენ ვერაფერს.


ამ სეზონში კილიანმა ლიგაზე ასპარეზობა 15 გოლით დაასრულა. მბაპეს შინ და გასვლაზე გატანილი გოლები, არ აღმოჩნდა მადრიდელთათვის საკმარისი მიუნხენელების დასამარცხებლად. კუ ნინძა შემდეგ სეზონში დაელოდება შემდეგ შანსს, მანამდე კი მას თავის საყვარელი ტურნირი, მსოფლიო თასი აქვს სათამაშო…


ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

მბაპე
პსჟ
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

პსჟ-ს ვარსკვლავები ბრუნდებიან - ტრავმები სერიოზული არ აღმოჩნდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პსჟ-ს ვარსკვლავები ბრუნდებიან - ტრავმები სერიოზული არ აღმოჩნდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლიონის ფანებს პსჟ-სთან თამაშზე დასწრება აეკრძალათ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლიონის ფანებს პსჟ-სთან თამაშზე დასწრება აეკრძალათ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კომპანიმ რეალთან გამარჯვების 3 ფაქტორი დაასახელა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კომპანიმ რეალთან გამარჯვების 3 ფაქტორი დაასახელა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„არ ვფიქრობ, რომ ამას იმსახურებს“ - ჯერარდი არბელოაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„არ ვფიქრობ, რომ ამას იმსახურებს“ - ჯერარდი არბელოაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

9 სთ წინ

პსჟ-ს ვარსკვლავები ბრუნდებიან - ტრავმები სერიოზული არ აღმოჩნდა

News image

8 სთ წინ

ლიონის ფანებს პსჟ-სთან თამაშზე დასწრება აეკრძალათ

News image

7 სთ წინ

კომპანიმ რეალთან გამარჯვების 3 ფაქტორი დაასახელა

News image

6 სთ წინ

„არ ვფიქრობ, რომ ამას იმსახურებს“ - ჯერარდი არბელოაზე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება