-
Aa
+
ფონტის ზომა
შესაძლოა ლიგა 1-ში მეორე ქართველი ვიხილოთ, თანაც ორივე ერთ გუნდში.
ფრანგული L'Equipe-ს ცნობით გიორგი მიქაუტაძის მეცი ათიანს ეძებს და ვარიანტად ოთარ კიტეიშვილს განიხილავს.
წყაროს ცნობით ფრანგები უკვე დაუკავშირდნენ გრაცის შტურმს ქართველი ნახევარმცველის თაობაზე.
27 წლის კიტეიშვილს ავსტრიულ კლუბთან კონტრაქტი კიდევ 6 თვე აკავშირებს და თავისუფალი აგენტი ხდება.
ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ავსტრიის ჩემპიონატში 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემა დააგროვა, ერთი ასისტი კი ევროპა ლიგაზეც ატალანტასთან შემოგვთავაზა.
ასე რომ, შესაძლოა საფრანგეთის ლიგა 1-ში მალე ქართული დუეტი ვიხილოთ.
კომენტარები