ავსტრიული Krone ოთარ კიტეიშვილის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ოთარ კიტეიშვილი გრაცის შტურმს ამ ზაფხულში დატოვებს. სეზონის საუკეთესო მოთამაშის ტრანსფერით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული.
ერთ-ერთ ვარიანტად კი ტოპ ლიგა სახელდება, კონკრეტულად კი საუბარია პრემიერ ლიგაზე. კიტეიშვილს ინგლისის უმაღლეს დივიზიონში დაწინაურებულ ერთ-ერთ გუნდს (ბარნლი, სანდერლენდი ან ლიდსი) უკავშირებენ.
ქართველი ნახევარმცველი ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დასახელდა, შტურმმა კი ტიტული დაიცვა და კვლავ ქვეყნის ჩემპიონი გახდა.