ბარსელონა მარკუს რაშფორდის ტრანსფერს განიხილავს.
Diario Sport-ის ინფორმაციით, დღეს კატალონიელთა სპორტული დირექტორი რაშფორდის აგენტს შეხვდა, რათა პოტენციური ტრანსფერი განიხილა.
ინგლისელის ბარსელონაში გადასვლას კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმაც მწვანე აუნთო და როგორც იწერება, თავად რაშფორდი ბარსაში თამაშზე ოცნებობს.
ბარსელონა ფეხბურთელის იჯარითა და გამოსყიდვის უფლებით დამატებას განიხილავს. თავდაპირველად კლუბი ლივერპულელი ლუის დიასის ტრანსფერს აპრიორიტეტებდნენ, თუმცა კოლუმბიელის გადმოყვანა პრაქტიკულად გამოირიცხა მისი მაღალი ფასის გამო.
რაშფორდმა 2024/25 სეზონის მეორე ნახევარი ასტონ ვილაში იჯარით გაატარა, რომელსაც მისი გამოსყიდვა 40 მილიონ ფუნტად შეეძლო, თუმცა არც თავად მოინდომა და არც მარკუსს სურდა ისეთ გუნდში დარჩენა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე არ ითამაშებს.