არგენტინელი შემტევი ანხელ დი მარია მშობლიურ როსარიო ცენტრალში დაბრუნდა.
ფეხბურთელმა სეზონის ბოლოს ბენფიკა დატოვა და თავისი ბავშვობის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
37 წლის დი მარია როსარიო ცენტრალში 1992-2007 წლებში თამაშობდა, საიდანაც ბენფიკაში გადავიდა. შემდეგ იყო რეალი, მანჩესტერ იუნაიტედი, პსჟ, იუვენტუსი, კვლავ ბენფიკა და ახლა უკვე როსარიო ცენტრალი.
როსარიოს პირველი გუნდის მაისურით დი მარიას კარიერის საწყის წლებში 39 მატჩი აქვს ჩატარებული, რომლებშიც 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.