უოტფორდმა ქართველი ტალანტის, ნიკოლოზ ჩიკოვანის ტრანსფერი დაადასტურა.
18 წლის ნიჭიერი ვინგერი ინგლისურ კლუბს დინამო თბილისიდან შეურთდა. ინგლისური კლუბი ახლა შესაფერის იჯარის ვარიანტზე მუშაობს, რათა ახალგაზრდა ფეხბურთელის განვითარებას ხელი შეუწყონ.
ჩიქოვანი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრია, რომელმაც გასულ წელს დარასელიას თასზე უოტფორდის ახალგაზრდულ გუნდს დაუპირისპირდა და გოლის გატანაც მოახერხა.
„ნიკოლოზი ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელსაც უზარმაზარი პოტენციალი აქვს,“ – აღნიშნა სპორტული დირექტორის ასისტენტმა, ვალონ ბეჰრამიმ.
„მას შეუძლია ითამაშოს ორივე ფლანგზე – ხშირად ვაკვირდებოდით მის მარცხნივ მოქმედებასა და ცენტრისკენ შესვლას. ასევე ძალიან კარგი გოლის ალღო აქვს. მისი პროფილი იდეალურად ერგება ჩვენს სტრატეგიას, სწრაფად აღმოვაჩინოთ ნიჭიერი მოთამაშეები და დავიმატოთ ისინი მაშინვე.“