იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და ლიამ დელაპი კარიერას ჩელსიში გააგრძელებს.
ლონდონელები მოთამაშის სანაცვლოდ 30 მილიონ ფუნტს იხდიან, რომელიც გამოსასყიდი პუნქტის მიხედვით იყო გათვალისწინებული.
მანჩესტერ სიტი, საიდანაც დელაპი იფსვიჩში გადავიდა, უკან გამოსყიდვის უფლებას არ იყენებს, დელაპი კი ჩელსის პროექტს დათანხმდა.
22 წლის ინგლისელი შემტევი ჩელსისთან გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებს. მისთვის მთავარი ფაქტორი ენცო მარესკა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში აღმოჩნდა.
პრემიერ ლიგის გასულ სეზონში დელაპმა იფსვიჩის შემადგენლობაში 37 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.