ნიდერლანდელი ფეხბურთელი ჯერემი ფრიმპონგი ლევერკუზენიდან კარიერას ლივერპულში გააგრძელებს.
ლივერპულმა ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
მერსისაიდულმა კლუბმა ლევერკუზენს ფრიმპონგის გამოსასყიდი თანხა - 35 მილიონი ევრო გადაუხადა და თავად ფეხბურთელთან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
2024/25 სეზონის ბუნდესლიგაში ფრიმპონგმა 33 მატჩში 5 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.
საინტერესოა, რომ ფრიმპონგის ტრანსფერი ლივერპულმა იმავე დღეს დაადასტურა, როცა ტრენტ ალექსანდ-არნოლდის გადასვლა რეალში ოფიციალურად გამოცხადდა.