Foot Mercato-ს ჟურნალისტის, სანტი აუნას ცნობით, მოსალოდნელია, რომ ჟოან გარსია ბარსელონას მწვანე შუქს მალე მისცემს. ბარსელონა ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ ესპანიოლის მეკარე მათი ახალი შენაძენი გახდება.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით კი ბარსა და ჟოან გარსია გრძელვადიანი კონტრაქტის ბოლო დეტალებს ათანხმებენ. ბლაუგრანაში სურთ, რომ საბოლოო შეთანხმება მალე მოხდეს, რათა პრემიერ ლიგის კლუბები სიტუაციაში არ ჩაერიონ.
ესპანელი ჟურნალისტის მატეო მორეტოს თქმით, მოთამაშე მისი მომავლის შესახებ გარანტიებს ითხოვს სპორტული პერსპექტივით.
დეკუ და ჰანსი ფლიკი კი მას ნდობას უცხადებენ და ბარსელონას მომავალი პროექტის მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევენ.
24 წლის ესპანელი მეკარე ესპანიოლის აღზრდილია და მათ ძირითად გუნდში 2021 წლიდან ასპარეზობს.