ლივერპულსა და ბაიერ ლევერკუზენს შორის ფლორიან ვირცის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.
როგორც ჟურნალისტი კრისტიან ფალკი იტყობინება, ფარმაცევტებმა მერსისაიდელთა მეორე შეთავაზებაც უარყვეს.
ლივერპული ვირცის სანაცვლოდ ჯერ 117 მილიონ ევროს იხდიდა, რომელიც ბონუსებით 133-მდე გაიზრდებოდა, ახლა კი პირდაპირ 130 მილიონი ევრო შესთავაზა. თუმცა, ორივე ამ შეთავაზებაზე გერმანულმა კლუბმა უარი თქვა და 150 მილიონ ევროს ითხოვს.
თავად ვირცმა თავის კლუბს შეატყობინა, რომ კარიერის გაგრძელება მხოლოდ ლივერპულში სურს.