ჯეიდონ სანჩო ჩელსის ოფიციალურად დაემშვიდობა.
მანჩესტერთან შარშანდელი შეთანხმების მიხედვით, ჩელსი ვალდებული იყო ინგლისელი ფეხბურთელი 25 მილიონ ევროდ გამოესყიდა, თუმცა თავად სანჩოსთან პირად კონტრაქტზე შეთანხებას ვერ მიაღია და იუნაიტედისთვის 5 მილიონიანი ჯარიმის გადახდა ამჯობინა და ინგლისელი წითელ ეშმაკებში დააბრუნა.
დღეს ოფიციალურად გაირკვა, რომ სანჩო ჩელსიში აღარ დარჩება და ფეხბურთელი ლონდონურ კლუბს დაემშვიდობა, რომელშიც 2024/25 სეზონი გაატარა და პრემიერ ლიგის 31 მატჩში 3 გოლი და 4 ასისტი მიითვალა.
„მადლიერი ვარ ამ გამოცდილებისთვის. ჩელსიში ყველა მიყვარს, ვინც თავი როგორც საკუთარ სახლში ისე მაგრძნობინა - თანაგუნდელები, პერსონალი, ქომაგები.
კლუბს მომავალში ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. ძალიან მადლიერი ვარ, მადლობა, ლურჯებო." - წერს ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, სანჩოს მანჩესტერში დარჩენაც პრაქტიკულად გამორიცხულია, კლუბი ამ ზაფხულს მის გაყიდვას აქტიურად შეეცდება.