ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფრანკო მასტანტუონომ რეალში გადასვლა გადაწყვიტა.
მოთამაშის ოცნება მადრიდულ კლუბში თამაშია, მისი გადაწყვეტილების შესახებ მხარეებმა უკვე იციან.
ახლა რეალი შეეცდება შეთანხმებას რივერ პლეიტთან მიაღწიოს. მიუხედავად მოთამაშის გადაწყვეტილებისა, პსჟ საქმეში ჯერ კიდევ რჩება.
ესპანური Marca-ს ცნობით, მასტანტუონო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს რივერ პლეიტის შემადგენლობაში ჩაატარებს და რეალს ტურნირის შემდეგ შეუერთდება.
17 წლის არგენტინელს ჩაბი ალონსოც დაუკავშირდა და მომავალ სეზონში მისი როლის შესახებაც უამბო, რამაც მის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია.