ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, არსენალი მოლაპარაკებების აქტიურ ფაზაშია ბენჟამინ შეშკოსთან დაკავშირებით.
მხარეებს შორის მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს, როგორც კლუბებს ისე კლუბსა და მოთამაშეს შორის.
ჯერ-ჯერობით შეთანხმება მიღწეული არაა, მაგრამ მომავალ კვირაში შესაძლოა ტრანსფერი დაიხუროს.
22 წლის სლოვენიელმა თავდამსხმელმა ბუნდესლიგის გასულ სეზონში 13 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.
შეშკოს ლაიფციგთან კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ის მიხედვით 70 მილიონი ევროა.