ტოტენჰემმა ენჯ პოსტეკოგლუ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ოფიციალურად გაათავისუფლა. ავსტრალიელმა მწვრთნელმა ამ გადაწყვეტილების შემდეგ წერილი გაავრცელა.
"როცა ტოტენჰემის მწვრთნელად გატარებულ დროს ვუყურებ, სიამაყის ემოცია მიპყრობს.
ინგლისის ერთ-ერთი ისტორიული საფეხბურთო კლუბის თავკაცობის და მისთვის დამსახურებული დიდების დაბრუნების შესაძლებლობა მთელი ცხოვრება გამყვება. ამ გამოცდილების გაზიარება მათთან, ვისაც ნამდვილად უყვარს ეს კლუბი და მათზე ამ გავლენის ნახვა ის არის, რასაც ვერასდროს დავივიწყებ.
ბილბაოში ის ღამე ორწლიანი მძიმე შრომის, თავგანწირვისა და ოცნების რწმენის კულმინაცია იყო. ბევრი გამოწვევა იყო გადასალახი და ბევრი ხმაურიც მოჰყვებოდა იმის ცდას, რაზეც ამბობდნენ, რომ შესაძლებელი არ იყო.
ჩვენ ჩავასხით ფუნდამენტი, რაც ნიშნავს, რომ კლუბს აღარ მოუწევს კიდევ 17 წელი მისი შემდეგი წარმატებისთვის ლოდინი. ამ მოთამაშეების უდიდესი რწმენა მაქვს და ვიცი, რომ მათ გაზრდის ბევრად დიდი პოტენციალი აქვთ.
მინდა მადლობა გადავუხადო მათ, ვინც ამ კლუბის მაცოცხლებელი ძალაა, გულშემატკივრებს. ვიცი, რომ რთული მომენტები იყო, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მათ ჩემი წარმატება უნდოდად და ამან მომცა მოტივაცია, რაც მჭირდებოდა საქმის ბოლომდე მისაყვანად. მნიშვნელოვანია სპურსშ მშრომელი ადამიანების აღნიშვნა, რომლებიც ყოველდღიურად მავსებდნენ ენერგიით.
და ბოლოს, მადლობა მინდა გადავუხადო მათ, ვინც ყოველდღე ჩემ გვერდით იყო ბოლო 2 წლის განმავლობაში. ახალგაზრდა ბიჭების ფანტასტიკური ჯგუფი, რომლებიც ახლა ამ საფეხბურთო კლუბის ლეგენდები არიან და ასევე ბრწყინვალე მწვრთნელებს, რომლებსაც არასდროს შეპარვიათ ეჭვი, რომ რაღაც განსაკუთრებულის გაკეთება შეგვეძლო.
ჩვენ სამუდამოდ დაკავშირებული ვართ, Audere est Facere (იყო გაბედული ნიშნავს აკეთებდე)." - წერს პოსტეკოგლუ.
ავსტრალიელმა სპეციალისტმა 2 კვირის წინ ტოტენჰემს 17-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი ტიტული მოაგებინა.