ფაბრიციო რომანოს ექსკლუზიური ინფორმაციით, ლივერპული ახლოს არის 20 წლის მეკარის, არმინ პეჩის პუშკაშ აკადემიადან გაფორმებასთან.
ეს უნგრული კლუბისთვის რეკორდული ტრანსფერი იქნება, პეჩიმ უკვე განაცხადა თანხმობა ლივერპულის პროექტზე, კლუბებს შორის კი შესათანხმებლად ბოლო დეტალებია დარჩენილი.
მერსისაიდული კლუბი უკვე ოფიციალურად დატოვა ირლანდიელმა კუივინ კელეჰერმა, რომელიც კარიერას ბრენტფორდში აგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში ლივერპულს გიორგი მამარდაშვილი შეუერთდება, რომელიც სქაუზერებმა ვალენსიადან 30 მილიონ ევროდ დაიმატეს.