ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ენჯ პოსტეკოგლუ ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.
გადაწყვეტილება ლონდონური კლუბის მფლობელმა, დენიელ ლევიმ მიიღო.
ავსტრალიელ სპეციალისტს ევროპა ლიგის მოგებამ არ უშველა, რომელიც ტოტენჰემისთვის ბოლო 17 წელიწადში პირველი ტიტული იყო.
ლონდონელებმა პრემიერ ლიგის სეზონი მე-17 ადგილზე დაასრულეს.
პოსტეკოგლუ ტოტენჰემში 2023 წელს დაინიშნა და გუნდი 101 მატჩში გაწვრთნა, საიდანაც 47 მათგანის მოგება მოახერხა.