ენჯ პოსტეკოგლუს გათავისუფლების შემდეგ, ტოტენჰემი ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებას შეუდგა.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, ფავორიტი ბრენტფორდის თავკაცი ტომას ფრანკია, რომელთანაც ლონდონელები მოლაპარაკებების გასამართად ემზადებიან.
სპურსი ბოლო დღეებში ასევე რობერტო დე ძერბისაც დაუკავშირდა, თუმცა იტალიელისგან უარი მიიღო, რადგან მას მარსელში დარჩენა სურს.
Sky Sports-ის ცნობით, ბრენტფორდი ტომას ფრანკს ხელს არ შეუშლის, თუ ის ტოტენჰემში წასვლას გადაწყვეტს.
დანიელი ბრენტფორდს 2018 წლიდან წვრთნის, გასულ სეზონში მისი თავკაცობით გუნდმა პრემიერ ლიგაში მე-10 ადგილი დაიკავა.
"ეს ყველაფერი მთელი ცხოვრება გამყვება" - პოსტეკოგლუ ტოტენჰემს დაემშვიდობა