ფაბრიციო რომანოს ექსკლუზიური ინფორმაციით, ალ ჰილალმა ნაპოლის ვიქტორ ოსიმენის თაობაზე ოფიციალური შეთავაზება გაუგზავნა.
საუდის არაბეთის კლუბის შეთავაზება 65 მილიონ ევროს + 5 მილიონ ევრო ბონუსებს ითვალისწინებს. გადაწყვეტილება ახლა ნაპოლიზეა.
ალ ჰილალი პარალელურად ოსიმენთან აწარმოებს მოლაპარაკებებს პირად დეტალებზე.
ნიგერიელმა თავდამსხმელმა გასული სეზონი იჯარის წესით გალათასარაიში გაატარა და თურქეთის ჩემპიონატში 26 გოლი გაიტანა.
ოსიმენმა სტამბოლური გუნდთან ერთად თურქეთის სუპერ ლიგა და თასი მოიგო.