რომას ოფიციალური გვერდის განცხადებით, ჯან პიერო გასპერინი გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელია.
იტალიელმა სპეციალისტმა დედაქალაქურ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა.
გასპერინი რომაში კლაუდიო რანიერის ჩაანაცვლებს. სწორედ მისი თანხლებით წარადგინეს ის დღეს.
რომას განცხადებაში წერია, რომ კლუბის ხელმძღვანელობა და კლაუდიო რანიერი დარწმუნებული არიან, რომ გასპერინი ამ როლისთვის სწორი ადამიანია.
შეგახსენებთ, რომ 67 წლის სპეციალისტი რომამდე 9 წლის განმავლობაში ატალანტას წვრთნიდა და ბერგამოელებს ევროპა ლიგაც მოაგებინა.