ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და კრისტიან კივუ ინტერის ახალი მთავარი მწვრთნელი ხდება.
რუმინელმა მილანურ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა, რომელიც 2027 წლის ივნისამდე იქნება გათვლილი.
კივუ ნერაძურიში 2007-2014 წლებში თამაშობდა და გუნდთან ერთად სერია ა (3-ჯერ), კოპა იტალია (2-ჯერ), იტალიის სუპერთასი (2-ჯერ), ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
2018-დან 2024 წლამდე კი კრისტიანი ინტერის ასაკობრივ გუნდებს წვრთნიდა, მიმდინარე წლის თებერვალში კი რუმინელი პარმას თავკაცად დაინიშნა.
ახლა კი კივუს ყოფილმა გუნდმა კვლავ უხმო და ის ინტერის მთავარი მწვრთნელი ხდება.