ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, სიმონე ინძაგი ინტერს ტოვებს და ალ ჰილალის მთავარი მწვრთნელი ხდება.
მხარეებს შორის შეთანხმება შედგა, იტალიელი სპეციალისტი არაბულ კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. გავრცელებული ცნობებით, მისი ანაზღაურება წელიწადში 25 მილიონი ევრო იქნება.
იტალიელმა გადაწყვეტილება უკვე შეატყობინა ინტერს და მალე კლუბს ოფიციალურად დატოვებს.
ინძაგიმ ნერაძურის სერია ა, 2 კოპა იტალია, 3 იტალიის სუპერ თასი მოაგებინა და გუნდი 2-ჯერ გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
ინტერი 2023 წელს მინიმალური სხვაობით (1-0) მანჩესტერ სიტისთან დამარცხდა ფინალში, რამდენიმე დღის წინ კი პარი სენ-ჟერმენთან განადგურდა 5-0.