სპორტული სწავლების საერთაშორისო ცენტრის საფეხბურთო ობსერვატორიამ (CIES) მსოფლიოში 100 ყველაზე მაღალი სატრანსფერო ღირებულების მქონე მოთამაშე დაასახელა.
სიას სათავეში ბარსელონას 17 წლის ვარსკვლავი, ლამინ იამალი უდგას. გთავაზობთ საუკეთესო ათეულს:
1. ლამინ იამალი (ბარსელონა) - 402 მლნ. ევრო
2. ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი) - 240 მლნ. ევრო
3. ჯუდ ბელინგემი (რეალი) - 234 მლნ. ევრო
4. კილიან მბაპე (რეალი) - 192 მლნ. ევრო
5. ჯამალ მუსიალა (ბაიერნი) - 155 მლნ. ევრო
6. პედრი გონსალესი (ბარსელონა) - 144 მლნ. ევრო
7. ვინისიუს ჟუნიორი (რეალი) - 130 მლნ. ევრო
8. კოულ პალმერი (ჩელსი) - 127 მლნ. ევრო
9. ხულიან ალვარესი (ატლეტიკო) - 126 მლნ. ევრო
10. ფლორიან ვირცი (ლევერკუზენი) - 122 მლნ. ევრო
ასეულში მოხვდა ხვიჩა კვარაცხელიაც, რომლის სატრანსფერო ღირებულება 89 მილიონ ევროს შეადგენს.