ბოლო საათებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია რივერ პლეიტის არგენტინელი ტალანტის ფრანკო მასტანტუონოს შესახებ.
როგორც იწერება, საქმეში რეალი აქტიურად ჩაერთო და მადრიდულმა კლუბმა პარი სენ-ჟერმენთან უპირატესობა მოიპოვა.
ერნან კასტილიოს ცნობით, ჩაბი ალონსო პირადად დაუკავშირდა მასტანტუონოს და უთხრა, რომ მისი რეალში გადასვლა ახლავე სურს.
ალონსოსთან საუბრით 17 წლის მოთამაშეც მოიხიბლა და დიდი ალბათობით, ის რეალში გადასვლას დათანხმდება.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, რივერ პლეიტი ახალგაზრდა ტალანტის სანაცვლოდ 45 მილიონ დოლარს (+10 მილიონი გადასახადები) მოითხოვს.