ჩელსის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა თუ რა ნომრით ითამაშებს, გუნდის ახალწვეული ლიამ დელაპი.
ინგლისელი თავდამსხმელი, რომელიც ლონდონელებმა იფსვიჩიდან დაიმატეს, 9-ნომრიან მაისურს მოირგებს.
ასევე ცნობილი გახდა, რომ სათამაშო ნომერს იცვლის კოულ პალმერიც, რომელიც აქამდე 20-ნომრიანი მაისურით თამაშობდა.
მომდევნო სეზონიდან ინგლისელი შემტევი ლონდონელთა 10 ნომერი იქნება.
