ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ჯობ ბელინგემი დორტმუნდის ბორუსიას ხუთწლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა.
გერმანულ კლუბს შეთანხმება მისაღწევი სანდერლენდთან დარჩა. მოლაპარაკებები მომდევნო დღეებში გაიმართება.
ჯობ ბელინგემი სანდერლენდთან ერთად პრემიერ ლიგაში დაწინაურდა, თუმცა როგორც ჩანს, ძმის მსგავსად კარიერის გერმანიაში გაგრძელებას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ თავის დროზე ჯუდიც ბირმინგემიდან დორტმუნდში გადავიდა, შემდეგ კი მადრიდის რეალს მიაშურა.