იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კუივინ კელეჰერი სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ბრენტფორდთან კონტრაქტს გააფორმებს.
კლუბები ბონუსების ჩათვლით ირლანდიელი მეკარის სანაცვლოდ 18 მილიონ ფუნტიან პაკეტზე შეთანხმდნენ.
კელეჰერი ბრენტფორდში მარკ ფლეკენს შეცვლის, რომელიც კარიერას ლევერკუზენის ბაიერში გააგრძელებს.
ირლანდიელი მეკარე წლების მანძილზე ლივერპულში ალისონის შემცვლელი იყო და ბრაზილიელის ტრავმის დროს ის ღირსეულადაც შეცვალა.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში მერსისაიდულ კლუბს გიორგი მამარდაშვილი შეუერთდება.