ბრუნო ფერნანდეშმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ალ ჰილალის შემოთავაზება უარით გაისტუმრა.
„კითხვაზე გიპასუხებთ და გთხოვთ, რომ ამ თემაზე აღარ ვისაუბროთ.
ალ ჰილალში გადასვლის შანსი ნამდვილად მქონდა, კლუბის პრეზიდენტმა ერთი თვის წინ დამირეკა და მკითხა, რას ვფიქრობდი ამაზე. საკუთარ მომავალზე დასაფიქრებლად დრო ვითხოვე.
ამორიმს ველაპარაკე, რომელიც აქტიურად მთხოვდა, რომ არ წავსულიყავი. კლუბმა მითხრა, რომ თუ თავად არ მოვისურვებ წასვლას, მათ ჩემი გაყიდვა არ სურთ. საქმე ფულში ნამდვილად არ ყოფილა.
საკმაოდ ამბიციური შემოთავაზება მივიღე. ალ ჰილალის პრეზიდენტი დიდებული ადამიანია და თავიდან, ფულზე საერთოდ არ გვილაპარაკია. აგენტს, რა თქმა უნდა, ამ თემაზეც ელაპარაკნენ, თუმცა შემდეგ მეუღლეს და ოჯახს დაველაპარაკე და მათ მკითხეს, რა მიზნები მაქვს ჩემს კარიერაში.
იქ წასვლა მარტივი იქნებოდა, ოჯახური თვალსაზრისითაც კი. იქ ბევრი პორტუგალიელი თამაშობს, ალ ჰილალში ჩემი მეგობარი კანსელოც არის, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს და ნაკრებიდან ოჯახებით ვიცნობთ ერთმანეთს.
თუმცა, მე უმაღლეს დონეზე მინდა დარჩენა და საუკეთესო ტურნირებში მონაწილეობის მიღება. ვგრძნობ, რომ ეს ჯერ კიდევ შემიძლია." - აღნიშნა ბრუნომ.