მადრიდის რეალმა 28 წლის მცველის, ხესუს ვალიეხოს გუნდიდან წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.
ესპანელი ფეხბურთელი რეალს 2015 წელს სარაგოსადან შეუერთდა, თუმცა ამ 10 წლის განმავლობაში დროის უდიდესი ნაწილი იჯარით გაატარა - ჯერ სარაგოსაში დარჩა, შემდეგ აინტრახტში გაანათხოვრეს, მერე იყო ვულვზი და გრანადა (ორჯერ).
საბოლოოდ რეალის მაისურით ვალიეხოს 35 ჩატარებული მატჩი დაუგროვდა და მან 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მადრიდულ კლუბში ვალიეხომ 12 ტიტულის მოგება მოახერხა. ფეხბურთელს რეალთან კონტრაქტი ამოეწურა და კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.