ფრანგმა მცველმა მამადუ სახომ ტორპედოს მაისურით დღეს თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა.
“ტორპედოში” მოსვლისას მსურდა მესაუბრა გუნდთან, გამეზიარებინა გამოცდილება. ამ ხნის განმავლობაში ჩემი ოჯახი საქართველოში იყო, შვილები სკოლაში აქ დადიოდნენ. მხოლოდ საუკეთესო შემიძლია ვუსურვო კლუბს, გუნდელებს.
მადლობა ფანებს, მადლობა კლუბს ყველაფრისთვის. დასახული მიზნების მიღწევას გისურვებთ. იმ დღეს, როცა “ტორპედო” ქვეყნის ჩემპიონი გახდება, აუცილებლად ჩამოვალ და აქ ვიქნები.” - განაცხადა სახომ.
საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველი ქუთაისურ გუნდს 2024 წლის ივნისში შეუერთდა.
"მადლობას ვუხდით სახოს ჩვენს კლუბში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში." - წერს ტორპედოს გვერდი.
ტორპედო დღევანდელ შეხვედრაში გარეჯთან 0-2 დამარცხდა.