იუვენტუსის ფეხბურთელი ტიმოტი ვეა მარსელში გადასვლასთან არის ახლოს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბებს შორის მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს.
მარსელმა ფეხბურთელთან შეთანხმებას უკვე მიაღწია - ვეამ მარსელში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.
სავარაუდოდ, ოლიმპიკი ფეხბურთელს იჯარითა და გამოსყიდვის ვალდებულებით დაიმატებს. ამ ეტაპზე ტრანსფერის თანხებზე ცნობილი არაფერია.