ადემოლა ლუკმანი შესაძლოა ინტერში გადავიდეს.
როგორც ინსაიდერი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, ნიგერიელი შემტევი ნერაძურის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.
თავად ფეხბურთელს მილანური კლუბი პირად კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა და მზადაა, ატალანტას მის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაუხადოს.
სერია ა-ს გასულ სეზონში ლუკმანმა 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 15 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.