ბარსელონა და ბაიერნი ლუის დიასის თაობაზე შეთავაზებებს ამზადებენ,.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კოლუმბიელი შემტევი მზად არის ლივერპული ამ ზაფხულს დატოვოს, თუ კლუბი სარფიან შემოთავაზებას მიიღებს.
მერსისაიდულმა გრანდმა ამ დრომდე მხოლოდ ბაიერნისგან მიიღო დიასის თაობაზე ოფიციალური შეთავაზება, თუმცა უარით გაისტუმრა, რადგან ფეხბურთელის შენარჩუნება სურს.
თუმცა, ბარსა და ბაიერნი ყურების ჩამოყრას არ აპირებენ და ლივერპულისთვის ახალ შეთავაზებას ამზადებენ.
ნიკო უილიამსის ვარიანტის ჩავარდნის შემდეგ, დიასი ბარსელონას მთავარი სამიზნე გახდა.