ვანდალებმა ბარსელონაში ლამინ იამალის მურალი დააზიანეს.
გასულ კვირას ქალაქ ბარსელონაში 18 წლის ფეხბურთელის, ლამინ იამალის მურალი გამოჩნდა, რომელზეც ის სუპერმენის ფორმით იყო წარმოდგენილი.
მურალი იამალის 18 წლის იუბილეს მიეძღვნა - ფეხბურთელს დაბადების დღე 13 ივლისს ჰქონდა.
მოგვიანებით, უცნობმა პირებმა აღნიშნული ნახატი დააზიანეს - ფეხბურთელის სახე მთლიანად გადაღებეს და მისი გამოსახულება სხვა გრაფიტით გადაფარეს.
