ლამინ იამალს ბარსელონას ლეგენდარული 10-ანების მსგავსად, კლუბის ისტორიაში სურს შესვლა.
დღეს 18 წლის ვინგერმა ახალი 6-წლიანი კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა და გუნდის 10-ნომრიანი მაისურიც მიიღო.
- მესის მაისური დიდ გავლენას მოახდენს?
მესის თავისი გზა ჰქონდა. იმედი მაქვს, მეც მექნება საკუთარი. ახლა 10-ნომრიან მაისურს ანსუსგან ვიღებ.
- გინდა თუ არა, რომ მესის, მარადონას და რონალდინიოს მსგავსი მემკვიდრეობის დატოვება?
ამის იმედი მაქვს. სამივე კლუბის ლეგენდაა. ყველა ბავშვი ოცნებობს, რომ მათი მსგავსი იყოს. თითოეული მათგანისგან რაღაცას ავიღებდი. მადლიერი ვარ მათი იმისთვის, რაც ამ კლუბისთვის გააკეთეს." - აღნიშნა იამალმა.