ლამინ იამალის თქმით, უცხო ადამიანებისგან მას არც ქება აინტერესებს და არც კრიტიკა ადარდებს.
„მე მხოლოდ ბარსელონას კეთილდღეობაზე ვმუშაობ, მაგრმა როცა კლუბის ფარგლებს გარეთ ვიმყოფები, ცხოვრებისგან სიამოვნებას ვიღებ, სულ ესაა.
ფოტო: ბარსელონაში ვანდალებმა ლამინ იამალის მურალი დააზიანეს
როგორც კრიტიკის, ისე ქების მიმართ გულგრილი ვარ, თუ ის ახლო ადამიანებისგან ან ოჯახის წევრებისგან არ მოდის.
ცხოვრებაში სიამოვნება უნდა მიიღო და მე მას ფეხბურთის თამაშისგან ვიღებ." - აღნიშნა ბარსას ვინგერმა, რომელსაც გუშინ 10-ნომრიანი მაისური ოფიციალურად გადაეცა.