ლამინ იამალის მამა, მუნირ ნასრაუი თავისი შვილის კრიტიკას გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, რომ ბარსელონას ფეხბურთელმა 18 წლის იუბილეს აღსანიშნავ წვეულებაზე აქონდროპლაზიით დაავადებული ადამიანები გასართობი მიზნით დაიქირავა, რამაც მისი კრიტიკა და გამოძიების დაწყებაც კი გამოიწვია.
იუბილეზე ჯუჯების დაქირავების გამო, იამალის წვეულებაზე გამოძიება დაიწყო
„კრიტიკას კი არა, საკუთარ თავს ვუსმენ. მე მგონია, რომ ჩემს შვილს ყველაფერი კარგად აქვს. საქმე ის არის, რომ ადამიანები, ნაცვლად იმისა, რომ უყურებდნენ რა ხდება მათ გარშემო, ყოველთვის სხვებს ადევნებენ თვალს და შურით კვდებიან, ეს მათი პრობლემაა.
ის პატარა ბიჭია. ხალხი უნდა ხვდებოდეს, რომ მას 18 წელი სულ ახლახანს შეუსრულდა და სრული უფლება აქვს, ცხოვრებით სიამოვნება მიიღოს.
ჩვენ მისი ყველას გვესმის, იმიტომ რომ ის პროფესიონალი ფეხბურთელის გარდა ჩვეულებრივი ბავშვიც არის, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი.
ის ისეთივეა, როგორიც მისი თანატოლები, მასაც ჰყავს მეგობრები და მზრუნველი მშობლები." - აღნიშნა მუნირ ნასრაუიმ Europe Press-თან საუბარში.