მადრიდის რეალის აკადემიის აღზრდილი, იუსეფ ენრიკესი მეტსახელად იუსი ალავესში ითამაშებს.
19 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე გააფორმა.
არსებული ინფორმაციით, რეალმა იუსის უფლებების 50%-ში დაახლოებით 3 მილიონი ევრო მიიღო. სამეფო კლუბს ფეხბურთელის უკან დაბრუნება მომდევნო ორი წლის განმავლობაში, გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეეძლება.
ფეხბურთელის 50% უფლებების გაყიდვა იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ტრანსფერიდან, თუ ალავესი ფეხბურთელის გასხვისებას გადაწყვეტს, თანხის ნახევარს რეალი მიიღებს.