ამერიკელი ნახევარმცველი ჯონი კარდოსო ატლეტიკოში ითამაშებს.
მადრიდულმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
23 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა ატლეტიკოსთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
კლუბი ფინანსებზე არაფერს წერს, თუმცა არსებული ინფორმაციით, მისი ბეტისიდან გადმობირება ატლეტიკოს 30 მილიონი ევრო დაუჯდა.
კარდოსო ბეტისს 2024 წლის იანვარში ბრაზილიური ინტერნასიონალიდან შეუერთდა და ამ დროში ლა ლიგის 45 მატჩში 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ამ ზაფხულს ეს ატლეტიკოს მე-5 ტრანსფერია ალექს ბაენას, ტიაგო ალმადას, მატეო რუგერის და ხუან მუსოს შემდეგ.