ჯუდ ბელინგემს მხრის ოპერაცია ჩაუტარდა.
მადრიდის რეალმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ფეხბურთელის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ნახევარმცველს მხრის პრობლემები 2023 წლის ნოემბრიდან ჰქონდა, რის გამოც სახვევით უწევდა თამაში.
არსებული ინფორმაციით, ინგლისელ ფეხბურთელს 10-12 კვირა გაუცდება და მოედანს ის ოქტომბრის ბოლოს დაუბრუნდება.
დასრულებულ ლა ლიგის სეზონში ჯუდმა 31 მატჩში 9 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.