ატლეტიკოს ოფიციალური გვერდის განცხადებით, კლუბმა ბოტაფოგოსთან ტიაგო ალმადას ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია.
მოთამაშე სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ მადრიდულ კლუბთან კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს.
როხიბლანკო Textor Group-ს, რომელიც ბოტაფოგოს მფლობელია, მოთამაშის უფლებების 50%-ს, ანუ 21 მილიონ ევროს გადაუხდის.
24 წლის არგენტინელმა გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარის წესით ლიონში გაატარა, სადაც გიორგი მიქაუტაძის თანაგუნდელი იყო.
ალმადა არგენტინული ველეს სარსფილდის აღზრდილია, საიდანაც 2022 წელს კარიერა MLS-ში, კერძოდ ატლანტა იუნაიტედში გააგრძელა, სადაც კიდევ ერთი ქართველი, საბა ლობჟანიძე იყო მისი გუნდელი.
2024 წელს ტიაგო ბრაზილიურმა ბოტაფოგომ შეიძინა, საიდანაც შემდეგ საერთო მფლობელობაში მყოფ ლიონის ოლიმპიკში გააგრძელა კარიერა.
ალმადა 2022 წელს არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა.