პანსერაიკოსის ოფიციალური გვერდის განცხადებით, ივა გელაშვილი კლუბის ახალი ფეხბურთელია.
ქართველმა მცველმა იბერია 1999 დატოვა და ბერძნულ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გელაშვილი გასულ წელს იბერიასთან ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა და რამდენიმე დღის წინ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ითამაშა მალმიოსთან. ივა ქართულ გუნდში 2023 წლიდან ასპარეზობდა, სადაც 46 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანაც მოახერხა.
გელაშვილს საქართველოს ნაკრებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული - 2023 წელს ტაილანდთან და სულ ბოლოს კაბო ვერდესთან.
პანსერაიკოსი საბერძნეთის სუპერ ლიგის გასულ სეზონში მე-12 ადგილზე გავიდა და გასავარდ ზონას ერთი ქულით გადაურჩა.