ორიოლ რომეუს ბარსელონაში მომავალი არ აქვს.
Marca-ს ინფორმაციით, კატალონიური კლუბი 33 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტის გაწყვეტის შესაძლებლობას განიხილავს.
რომეუ ბარსელონას ჟირონადან დაუბრუნდა, სადაც გასული სეზონი იჯარით გაატარა.
უახლოეს პერიოდში მასსა და ჰანსი ფლიკს შორის შეხვედრა გაიმართება. გერმანელი სპეციალისტი ფეხბურთელზე იმედებს არ ამყარებს და სავარაუდოდ, მხარეები კონტრაქტის გაწყვეტაზე დაიწყებენ მოლაპარაკებებს.
თავის მხრივ, ჟირონას მწვრთნელს მიჩელ სანჩესს რომეუს თავისთან ხილვა კვლავ სურს და შანსის შემთხვევაში, მზადაა ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატოს.