ლამინ იამალის 18 წლის იუბილეს აღნიშვნა სკანდალური გამოვიდა.
ესპანეთის მთავრობამ ლამინ იამალის წვეულებასთან დაკავშირებით გამოძიება მოითხოვა.
ბარსელონას ვინგერმა 18 წლის იუბილე გრანდიოზული წვეულებით აღნიშნა, რომელსაც ცნობილი სტრიმერები, ინფლუენსერები, თანაგუნდელები და მუსიკოსები ესწრებოდნენ.
მოგვიანებით, აქონდროპლაზიისა და სხვა ჩონჩხის დისპლაზიის მქონე ადამიანთა ასოციაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ წვეულებაზე გასართობი მიზნით დაქირავებულნი იყვნენ ადამიანები ჯუჯა აღნაგობით.
როგორც COPE იუწყება, ესპანეთის სოციალური უფლებების სამინისტრომ მიმართა პროკურატურას, ომბუდსმენსა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების საწინააღმდეგო სამმართველოს, რათა გამოიძიონ, დაირღვა თუ არა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დაცვის კანონი.
აღნიშნული კანონი კრძალავს წარმოდგენებს, რომლებიც დასცინიან ან ავნებენ შშმ პირების ღირსებას.
სამინისტროს აინტერესებს, ხომ არ გახდა წვეულებაზე დამცირების ობიექტი ჯუჯა აღნაგობის მქონე პირების მონაწილეობა. თუმცა, აღინიშნა, რომ აღნიშნულ კანონს სანქციები არ აქვს განსაზღვრული.