პაბლო ტორემ ბარსელონა დატოვა.
მალიორკამ 22 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ტორემ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა.
ბარსელონა ფეხბურთელის სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს მიიღებს და მისი უფლებების 50%-ს დაიტოვებს. კლუბს ტორეს დაბრუნება 25 მილიონ ევროდ შეეძლება.
სხვა კლუბში გადასვლის შემთხვევაში, თანხის ნახევარს ბარსელონა მიიღებს.
პაბლო ტორემ ბარსელონას პირველი გუნდის მაისურით 27 მატჩში 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.