ეშტორილის ოფიციალური გვერდის ცნობით, ნოდარ ლომინაძე პორტუგალიური გუნდის ახალი მოთამაშეა.
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ნოდარ ლომინაძე!" - ქართველ ნახევარმცველს ახალი კლუბი ქართულად მიესალმა.
ლომინაძემ ეშტორილში დინამო თბილისიდან გადავიდა და ახალ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა.
"როცა აქ ჩამოვედი, ხალხის თბილმა დამოკიდებულებამ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა" - განაცხადა ქართველმა.
პორტუგალიური ეშტორილ პრაია ქვეყნის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს. 2024/25 სეზონი გუნდმა ჩემპიონატში მე-8 ადგილზე დაასრულა.