ლუკა მოდრიჩი მილანის ფეხბურთელია.
ტრანსფერი იტალიურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა - ხორვატი ვეტერანი როსონერის თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, მას შემდეგ, რაც 13-წლიანი დიდებული ეტაპის შემდეგ, მადრიდის რეალი დატოვა.
მილანთან 2018 წლის ოქროს ბურთის მფლობელმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით.
ახალ გუნდში მოდრიჩი 14-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რომელიც მისთვის ახალი არაა - ანალოგიური ნომრით თამაშობდა ხორვატი ტოტენჰემშიც.