Geo Team-ის ინფორმაციით, გიორგი აბუაშვილი კარიერას მეცში გააგრძელებს.
მოთამაშე საფრანგეთში ხვალ გაფრინდება — მეცმა სამედიცინო შემოწმება ოთხშაბათისთვის დაჯავშნა. აბუაშვილი ფოთის კოლხეთიდან ფრანგულ გუნდში ერთწლიანი იჯარის წესით გადადის, სეზონის ბოლოს კი მეცს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ფრანგებმა გიორგი წიტაიშვილის ტრანსფერიც დაადასტურეს.
VIDEO: მეცმა გიორგი წიტაიშვილი წარადგინა
მეცმა გასული სეზონი ლიგა 2-ში გაატარა, სეზონის ბოლოს კი ლიგა 1-ის საგზური მოიპოვა.
ლიგა 1-ის ქართულ ლეგიონს კიდევ ერთი ქართველი ემატება - ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი.