ესპანელი მარცხენა მცველი ალვარო კერერასი კარიერას მადრიდის რეალში გააგრძელებს.
ფეხბურთელის ტრანსფერს ბენფიკადან რეალის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.
კარერასმა, რომელსაც რეალის აკადემიაში 2017-2020 წლები აქვს გატარებული, კლუბთან კონტრაქტი 2031 წლის ივნისამდე გააფორმა.
არსებული ინფორმაციით, მადრიდულ გრანდს 23 წლის მარცხენა მცველის ტრანსფერი 50 მილიონი ევრო დაუჯდება.
ფეხბურთელს მადრიდული გულშემატკივრების წინაშე ხვალ, 15 ივლისს წარადგენენ.